ქალაქებისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო პროგრამა იწყება
საქართველოში ქალაქებისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო პროგრამა იწყება.
5 წლის განმავლობაში განხორციელდება ქალაქებისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო პროგრამა და მისი ბიუჯეტი 1 მილიარდი ლარი იქნება. პროგრამა უახლოეს პერიოდში დაიწყება. მის განსახორციელებლად, 2023 წელს გათვალისწინებულია 200 მილიონი ლარი. პირველი ეტაპის სამუშაოები მოიცავს შემდეგ მდებარეობებს: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია, ყაზბეგი.
სამუშაოები ითვალისწინებს კულტურული და ისტორიული შენობების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას, განახლდება/მოეწყობა რეკრეაციული სივრცეები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, შეიქმნება ახალი ტურისტული ატრაქციები.