თელავში სკოლის მოსწავლეებმა სააღდგომოდ საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს
მეფე ერეკლე მეორის სახელობის ქ.თელავის სსიპ #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა სახელად “პატარა კახი” და ამავე სკოლის მოსწავლეებმა 12 აპრილს ჩატარეს სააღდგომო საქველმოქმედო აქცია, “სიკეთე გადამდებია”.
აქციაზე მოსწავლეებმა გაყიდეს, მათ მიერ დათესილი ჯეჯილი და ხელნაკეთი ნივთები. მოგროვილი თანხით კი შეიძინეს პროდუქტები და დაეხმარნენ მრავალშვილიან ოჯახს.