ახალი ამბები

ულამაზესი ველის იორდასალამები ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებიდან-ფოტოები

ველის იორდასალამი 10-50 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო შეფოთლილია, ფოთლები ძალიან ვიწროა, თითქმის ძაფისებური. ყვავილები კი დიდი ზომისაა.

ყვავილის გვირგვინის ფურცლები მუქი წითელი ფერისაა. ის ძირითადად იზრდება ველებსა და ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე და შავი მთის მიდამოებში.

ფოტოები:  ვაჟა ჩერქეზიშვილი