ახალი ამბები

მასშტაბური საქველმოქმედო გარბენი კახეთში

“𝗪𝗶𝗻𝗴𝘀 𝗳𝗼𝗿 𝗟𝗶𝗳𝗲 𝗪𝗼𝗿𝗹𝗱 𝗥𝘂𝗻” – კახეთში. 𝟳 მაისს, 𝟭𝟱:𝟬𝟬 საათზე საქართველო კვლავ ირბენს მსოფლიოსთან ერთად.

ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო გარბენი, კახეთში, ფინიშის მანქანის თანხლებით, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ, უკვე მეათედ აიღებს სტარტს. მონაწილეობა შეუძლია ყველას, 𝟭𝟴 წლის ზევით სპორტსმენსა თუ მოყვარულ მორბენალს, ეტლით მოსარგებლეს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ორგანიზაციის სახელით.

კახეთში რბენის საფასურია 𝟯𝟬 ლარი და რეგისტრაცია სრულდება 𝟰 მაისს, 𝟭𝟱:𝟬𝟬 საათზე. რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე: https://win.gs/Kakheti, კორპორაციული რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ:𝘄𝗳𝗹𝗴𝗲𝗼𝗿𝗴𝗶𝗮@𝗴𝗺𝗮𝗶𝗹.𝗰𝗼𝗺.

შეგახსენებთ, რომ 𝗪𝗶𝗻𝗴𝘀 𝗳𝗼𝗿 𝗟𝗶𝗳𝗲 𝗪𝗼𝗿𝗹𝗱 𝗥𝘂𝗻-ს არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი. მონაწილეების განვლილ მანძილს აღრიცხავს მოძრავი ფინიშის მანქანა, რომელიც სტარტიდან 𝟯𝟬 წუთის შემდეგ დაიძრება. მონაწილე რბენას ასრულებს მაშინ, როცა ფინიშის მანქანა მას გაასწრებს.

რეგისტრაციის საფასურის 𝟭𝟬𝟬% ირიცხება ზურგის ტვინის დაზიანების კვლევით ფონდში. მეათე საიუბილეო გარბენი კახეთში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით ტარდება.