ლაგოდეხში ,,პასკის ფესტივალი” გაიმართება
19 აპრილს,14:00 საათიდან, ლაგოდეხში, სოფელ გიორგეთში ,,პასკის ფესტივალი 2023″ გაიმართება.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი სააღდგომო სამზარეულო/პასკა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, ასევე გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ბავშვებისთვის კი მოწყობილი იქნება გასართობი აქტივობები, ზღაპრის გმირების მონაწილეობით/ატრაქციონი.
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ, საკონკურსოდ წარმოდგენილი პასკა, ღვინო და ქართული ტრადიციული კერძები; ასევე გაიმართება კონკურსი, ყველაზე გემრიელი და ორიგინალური პასკის გამოსავლენად. 15:00 საათზე კი გაიმართება ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.
დასწრება თავისუფალია.