ყვარელში, ახალგაზრდული სტრატეგიის პროგრამის ფარგლებში, ბიზნეს იდეების კონკურსი იწყება
ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული სტრატეგიის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების კონკურსი იწყება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-30 წლის, ყვარელში მცხოვრებ პირს, რომელიც არ არის დასაქმებული საჯარო უწყებაში.
სტრატეგიის ფარგლებში პრიორიტეტულია შემდეგი სახის პროექტები: პროფესიული სასწავლო კურსები; შემოქმედებითი სტუდიები და სახელოსნოები; სოციალური საწარმოები;
პროგრამის მიზანია, ყვარელში მცხოვრები ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა, მათი შემოქმედებითი იდეების რეალიზება და სოციალური გარემოს გაუმჯობესება. იდეის თანადაფინანსების მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 5000 ლარს, განაცხადი მიიღება 26 მაისის ჩათვლით.
სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/kvareli_youth