ახალი ამბები

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი მოამზადა

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), პროექტის „საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, მოამზადა მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი.

დოკუმენტში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი და მისი დაგეგმვის, განხილვისა და დამტკიცების ეტაპები, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები, საბიუჯეტო პროცესის მონაწილე მხარეები. მთავარი აქცენტი კი გაკეთებულია მოქალაქის მიერ ჩართულობის მექანიზმების გამოყენებასა და მნიშვნელობაზე. ასევე, გზამკვლევში კონკრეტული მაგალითები არის განხილული, რომლებიც მოქალაქეებისა და თვითმმართველობის საერთო თანამშრომლობის კარგ პრაქტიკას აღწერს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო ჯგუფებთან და სხვადასხვა აქტორებთან, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივ თვიმმართველობასთან თანამშრომლობის პროცესს, ღიაობას და ინკლუზიურობას.

გზამკვლევის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ გაწეული დახმარებით.

ნახეთ დოკუმენტი: რა უნდა ვიცოდეთ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე? გზამკვლევი მოქალაქისთვის