ფოტოები სტიქიისგან დაზარალებული სოფლებიდან მანავიდან და დიდი ჩაილურიდან
ძლიერმა სტიქიამ, ჭარბმა ნალექმა, სეტყვამ და ქარიშხალმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დააზარალა.
რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ დიდ და პატარა ჩაილურში, მანავში, ყანდაურასა და ბადიაურში დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები, სავარგულები და ვენახები. ასევე დაზიანდა შიდა საუბნო გზები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
სტიქიამ ასევე მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სოფელ დიდ და პატარა ჩაილურში.