1 თებერვლიდან 11 აპრილის ჩათვლით, პერიოდული ტექდათვალიერება 184 830-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა
2023 წლის 1-ელი თებერვლიდან 11 აპრილის ჩათვლით, პერიოდული ტექდათვალიერება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 184 830-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, ამავე პერიოდში, პირველადი ტექდათვალიერება 115 343-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 37 400 დახარვეზდა, 538-ს კი გზაზე გადაადგილება აეკრძალა.
მათივე ინფორმაციით, განმეორებითი ტექდათვალიერება გაიარა 29 466-მა ავტომობილმა, საიდანაც 2 044 დახარვეზდა, 39-ს კი გზაზე გადაადგილება აეკრძალა.