თელავში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზასა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს
რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში- აღნიშნულ თემაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ნინო ლობჟანიძემ, უნივერისტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს, ევროკავშირში ინტეგრაციის სამართლებრივი ასპექტები გააცნო.
ლობჟანიძემ აუდიტორიას მიეწოდა ინფორმაცია რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, რა როლი და ფუნქცია აქვს ამ მიმართულებით, იუსტიციის სამინისტროს და კიდევ, რა სამართლებრივი პროცედურებია შესასრულებელი, გაწევრიანების გზაზე.