თელავში ,,კალიგრაფიის საღამო” გაიმართება
თელავის მე-9 საჯარო სკოლაში, 14 აპრილს, “დედაენის დღეს”- თან დაკავშირებით ,,კალიგრაფიის საღამო” გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე ჩატარდება კონკურსი და მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ გამოავლინონ კალიგრაფიის დონე, ფორმატზე ვეფხისტყაოსნის პირველი სტროფის დაწერით (“რომელმან შექმნა სამყარო…”).
გამარჯვებულს მოსწავლეები ხმის მიცემით გამოავლენენ. აღსანიშნავია, რომ ნამუშევრები გამოფენილი იქნება სკოლის შესასვლელში და მათი მონახულება ყველასთვის ნებადართული იქნება.
ავტორი: თეა გაგნიძე