ჩინეთში ე.წ. ფრინველის გრიპით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩინეთში H3N8 ე.წ. ფრინველის გრიპით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინელი ქალი პირველი ადამიანი გახდა, რომელიც ე.წ. ფრინველის გრიპით გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ გრიპის ეს ტიპი იშვიათად გვხვდება ადამიანებში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ვირუსის გავრცელების რისკი ადამიანებში ეროვნულ, რეგიონულ ან საერთაშორისო დონეზე ითვლება, რომ დაბალია.