ახალი ამბები

პურის მცხობელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ პური ათი თეთრით გაიაფდა

პურის მცხობელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ პურის ფასმა დაიკლო. მომხმარებელი დღეიდან სავაჭრო ობიექტებში ფართო მოხმარების პურს ათი თეთრით ნაკლებად შეიძენს.
მწარმოებლების განმარტებით, მიზეზი ბაზარზე ფქვილზე შემცირებული ფასებია. გასული წლიდან დღემდე, ერთი ტომარა ფქვილი დაახლოებით 15 ლარით გაიაფდა. დღეისთვის ერთი ტომარა ფქვილის ფასი 52-55 ლარის ფარგლებშია.

აღსანიშნავია, რომ მწარმოებლები ამ ეტაპზე მოლაპარაკებას აწარმოებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რათა საყოველთაო მოხმარების პურის მწარმოებლებისთვის კომუნალური ტარიფების გადახედვა მოხდეს. მათი თქმით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პურის ფასი კიდევ უფრო შემცირდება.