თელავში კერამიკის მასტერკლასი გაიმართება
თელავში, აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი კერამიკის მასტერკლასი გაიმართება.
ღონისძიება 7 აპრილს, 14:00 საათზე, თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია კერამიკით და ხატვით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს.
მასტერკლასის ფარგლებში თიხისგან დამზადდება სხვადასხვა ნაკეთობები. ასევე, შესაძლებელი იქნება წინასწარ დამზადებული კერამიკის სააღდგომო კვერცხების მოხატვა და შეღებვა;
ღონისძიების ორგანიზატორია თელავის მუნიციპალიტეტის მერია.