ახალი ამბები

ლაგოდეხში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 13 პირს, ეტლები უსასყიდლოდ გადაეცათ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 13 პირს, სამედიცინო ეტლები უსასყიდლოდ გადაეცათ.

ეტლების გადაცემის პროცესს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

ეტლების შეძენა, ასოციაციამ – ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“, ამერიკული ორგანიზაციის “LDS Charities“ მხარდაჭერით განახორციელა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ასოციაციას ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“, თანამშრომლობისთვის. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის პირობების გაუმჯობესებაზე. ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტი მერია, არაერთ სოციალურ პროგრამას ახორციელებს, რომლებიც უშუალოდ შშმ პირების საჭიროებებზეა მორგებული” , – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.