ახალი ამბები

თელავის ტექნოპარკში ახალგაზრდებისთვის პროგრამირების ვორქშოფები ჩატარდება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სქილვილის თანამშრომლობის ფარგლებში, რეგიონულ ტექნოპარკებში ჩატარდება პროგრამირების ვორქშოფები ახალგაზრდებისთვის.
ღონისძიების ფარგლებში, სქილვილის წარმომადგენლები ისაუბრებენ კონკრეტულ სპეციალიზაციებზე და მოახდენენ კოდირების სხვადასხვა მეთოდების დემონსტრირებას. მონაწილეებს შეეძლებათ ჩართვა და ინტერაქცია ისეთ აქტივობებში, როგორიცაა: ინტერაქციული ანიმაციების დემონსტრირება და ლაივ რეჟიმში ცვლილებების შეტანა კოდში მონაწილეების ჩართულობით.
კოდის წერა – სქილვილის ლექტორი აღწერს კოდის წერის პროცესს და მონაწილეები შეძლებენ მარტივი თამაშების რედაქტირებას.
ხელოვნური ინტელექტი(AI) – ვორქშოფზე სტუმრები გაეცნობიან ქართულ ენაზე შექმნილ ხელოვნური ინტელექტის ვებ მოდელს და შეძლებენ თავად დატესტონ მისი მუშაობის პრინციპი. პაზლი – სტუდენტები გაეცნობიან მარტივი კოდირების ლოგიკებს და მოუწევთ ამოხსნან თავსატეხი.
აღსანიშნავია, რომ ვორქშოფის ბოლოს, თითოეულ რეგიონში, შეირჩევა 2 მონაწილე, რომელთაც საშუალება ექნებათ ისწავლონ სქილვილში სრულიად უფასოდ. ტრენინგები 10 აპრილს 13:00 საათზე ჩატარდება.