ახალი ამბები

საგარეჯოში სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

დღეს, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგარეჯოში, სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საგარეჯოში მაღალი შედეგების მქონე სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს წახალისების მიზნით, დადგენილებით განსაზღვრული ფულადი ჯილდო გადაეცათ.

დაჯილდოების ცერემონიაში კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, პარლამენტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსი გილაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.

ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს ქ. საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე შეხვდნენ, სპორტში მიღწეული შედეგებისთვის მადლობის სიგელები გადასცეს და შემდგომი ასპარეზობისთვის წარმატებები უსურვეს.