საგარეჯოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო
ქალაქ საგარეჯოში, კახეთის გზატკეცილზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 153 000 ლარით ფინანსდება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.
შენობის საძირკვლის მოსამზადებელ სამუშაოებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი პირველ მოადგილესთან ერთად ადგილზე გაეცნო.