ახალი ამბები

თელავში ახლადრეაბილიტირებულ სკვერში ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტზე გამოვლენილია ორი არასრულწლოვანი პირი

ქალაქ თელავში,ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე, ახლად რეაბილიტირებულ სკვერში ლითონის მანათობელი კონსტრუქციის ბაგირების განზრახ დაზიანების ფაქტზე გამოვლენილია ორი არასრულწლოვანი პირი.

ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

,,პერიმეტრზე განთავსებულ ვიდეო კამერებში ნათლად ჩანს, როგორ აზიანებენ გამიზნულად არასრულწლოვნები ლითონის კონსტრუქციას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მკაცრად გაკონტროლდება საჯარო სივრცეები და მსგავსი ვანდალური ფაქტების ჩამდენი პირები შესაბამისად დაისჯებიან”,-წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ინფორმაცია ახლადრეაბილიტირებული სკვერის ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია უწყებამ გუშინ გაავრცელა.