11 წლის დათა ყალაბეგაშვილი საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას
გურჯაანელი მოჭადრაკე, 11 წლის, დათა ყალაბეგაშვილი, საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება 12 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის, რომელიც 29 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით გაიმართება.
ნანა იოსელიანისა და გია გიორგაძის სახელობის გურჯაანის საჭადრაკო სკოლის მოსწავლე, დათა ყალაბეგაშვილი ხუთგზის საქართველოს ჩემპიონი და სხვადასხვა ტურნირის მრავალგზის გამარჯვებულია ჭადრაკში.