ტექნიკის მაღაზიები კახეთში
გავრცელებული აზრის თანახმად, რეგიონებში მობილურის შეძენა სირთულეებთან არის დაკავშირებული.
რეგიონში მაცხოვრებლებისგან ხშირად მოისმენთ უკმაყოფილებას, რომ აქ სასურველი მოწყობილობის შეძენას გაცილებით დიდი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე დიდ ქალაქებში, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით ტექნიკის პოპულარულ მაღაზიებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც კახეთია.
დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ტექნიკის მაღაზიებზე კახეთის სხვადასხვა ქალაქში და ვნახავთ, რომ სასურველი ტელეფონის შეძენა არც ისეთი რთული საქმეა, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.
თელავი
თელავი კახეთის ადმინისტრაციული ცენტრი და ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. თელავი ტურისტებისთვის განსაკუთრებულად საყვარელი ადგილია, ვინაიდან აქ ერთმანეთს ერწყმის ძველი და ახალი, ისტორია და თანამედროვეობა. გამომდინარე იქიდან, რომ კახეთის ქალაქებს შორის თელავი ყველაზე მჭიდროდაა დასახლებული, აქ ტექნიკის მაღაზიებზე მოთხოვნა მაღალია, შესაბამისად, არჩევანიც ყველაზე დიდია.
აღმაშენებლის ქუჩა ტექნიკის მაღაზიების სიმრავლით გამოირჩევა. ერთმანეთისგან მცირე მანძილით არის დაშორებული ისეთი მსხვილი მაღაზიები, როგორიცაა ელიტ-ელექტრონიქსი და ზუმერი. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა სასურველ პროდუქტს ერთ-ერთ მაღაზიაში ვერ მიაგნებ და ზედმეტი დროისა და ენერგიის დახარჯვის გარეშე გადაინაცვლებ მეორეში.
ელიტ-ელექტრონიქსისა და ზუმერის გარდა, თელავში ვესტელისა და სმაილის ფილიალებიც შეგხვდებათ. წინა ორის მსგავსად, მაღაზიები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, კერძოდ, ალაზნის გამზირზე.
სასურველი მობილურის შეძენა თელავის მაცხოვრებლებსა და დამსვენებლებს ბეკოს მაღაზიაშიც შეუძლიათ. ქეთევან წამებულის ქუჩაზე არსებულ ტექნიკის მაღაზიაში მობილური ტელეფონების დიდი არჩევანი დაგხვდებათ.
გურჯაანი
გურჯაანი კახეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია, რომელიც უძველესი დროიდან იყო დასახლებული. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი გურჯაანი, სადაც ტურისტებს სხვადასხვა პერიოდის კულტურული ძეგლების, მუზეუმების და უძველესი ნამოსახლარების მონახულება შეუძლიათ.
ქალაქ გურჯაანში ბეკოს მაღაზია 2019 წელს გაიხსნა. რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზია მომხმარებელს როგორც მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ისე წვრილმან ტექნიკას, მათ შორის, მობილურ ტელეფონებსაც სთავაზობს. ბეკოს ოფიციალური დილერი საქართველოში, ნიკა გეთიაშვილი ამბობს, მაღაზიის გახსნა გურჯაანელებისთვის არა მხოლოდ პროდუქტისა და სერვისის გამრავალფეროვნებას, არამედ დამატებით სამუშაო ადგილებსა და სამომავლო პერსპექტივასაც ნიშნავს.
მობილური ტელეფონების შეძენა გურჯაანში ვესტელის მაღაზიაშიცაა შესაძლებელი. ნონეშვილის ქუჩის ფილიალში შენთვის სასურველი სმარტფონის არჩევა არ გაგიჭირდება, ვინაიდან არჩევანი მრავალფეროვანია.
ლაგოდეხი
კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, ლაგოდეხი უძველესი ისტორიის მქონე ტერიტორიაზე აღმოცენდა. ლაგოდეხი არა მხოლოდ კახეთის, არამედ საქართველოს მასშტაბით გამოირჩევა მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით და ულამაზესი ბუნებით. მუნიციპალიტეტის მთავარი ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრი არის ლაგოდეხი.
ქალაქ ლაგოდეხში ტექნიკის მაღაზიების დიდი არჩევანი არ არის. მიუხედავად ამისა, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე ბეკოს ფილიალში ციფრული ტექნიკის მრავალფეროვანი კოლექციიდან სასურველი ტელეფონის არჩევას მარტივად შეძლებ. ბეკოს მაღაზია გურჯაანში 2013 წლიდან არსებობს, შესაბამისად, ფილიალი უკვე 10-წლიანი სანდოობით გამოირჩევა.
ყვარელი
კახეთის მხარეში მდებარე ყვარლის მუნიციპალიტეტში ადამიანის კვალი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან დასტურდება. ამ უძველეს ისტორიულ ტერიტორიას კულტურული ძეგლების გარდა, ლამაზი ბუნება და მრავალფეროვანი რეკრეაციული წერტილები გამოარჩევს. ეს ყველაფერი კი ტურისტებისთვის მიმზიდველ ლოკაციას ქმნის.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ქალაქია ყვარელი. ყვარელის მაცხოვრებლებსა და ტურისტებს სასურველი მობილური ტელეფონის შერჩევა ბეკოს მაღაზიაში შეუძლიათ. ფილიალი ქალაქის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს და მისასვლელადაც ადვილია.
ახმეტა
ახმეტა კახეთის ერთ-ერთი უძველესი მუნიციპალიტეტი და მნიშვნელოვანი დასახლებაა. მუნიციპალიტეტი მრავალფეროვანი ლანდშაფტითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. ახმეტის შთამბეჭდავი ხედები და ლანდშაფტური მრავალფეროვნება ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილს ქმნის.
მიუხედავად უძველესი ისტორიული წარსულისა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი ახმეტა, თანამედროვეობასაც უწყობს ფეხს და მაცხოვრებლებისთვის შესაბამის პირობებს უზრუნველყოფს. საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის მაღაზიის, ბეკოს ფილიალი ქალაქ ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს. ამიტომ, ახმეტის მაცხოვრებლებისთვის სასურველი მობილური ტელეფონის შეძენა ქალაქიდან გასვლის გარეშეც არის შესაძლებელი.
შეჯამება
ერთი სიტყვით, კახეთის რეგიონში ტექნიკის მაღაზიების სიმცირე ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ სახლიდან გასვლას გადატვირთული რეჟიმის გამო ვერ ახერხებ ან უბრალოდ სახლის დატოვების სურვილი არ გაქვს, შეგიძლია სასურველი ტელეფონი ონლაინ მაღაზიიდანაც შეიძინო თანაც ისე, რომ დამატებითი ხარჯების გაწევა არ დაგჭირდეს.