რობინ დანიგანი – საქართველოში ელჩად დამტკიცების შემთხვევაში ჩემი მუშაობა ოთხ პრიორიტეტზე იქნება კონცენტრირებული
საქართველოში ელჩად დამტკიცების შემთხვევაში ჩემი მუშაობა ოთხ პრიორიტეტზე იქნება კონცენტრირებული, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, რობინ დანიგანმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„თუ დამტკიცდება [ჩემი კანდიდატურა], ოთხ პრიორიტეტზე ვკონცენტრირდები. პირველ რიგში, ჩემი უმთავრესი ვალდებულება იქნება უზრუნველვყო თბილისში აშშ-ის საელჩოს გუნდისა და საქართველოში მყოფი აშშ-ის ყველა მოქალაქის უსაფრთხოება.
მეორე რიგში, ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რათა დავეხმარო მათი ოცნების ახდენაში იყვნენ მტკიცედ ინტეგრირებულები ევროკავშირში, ნატოში და დასავლეთში. ევროატლანტიკური ინტეგრაცია არა მხოლოდ დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს, ღრმად მწამს, რომ ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშიც არის.
გვსურს დემოკრატიული საქართველო, მტკიცედ ინტეგრირებული დასავლეთთან, საკუთარი საზღვრების დაცვის შესაძლებლობის მქონე და უნარის მქონე გაუძლოს რუსეთის მავნებელ აქტივობებს. საქართველომ აღსანიშნავ პროგრესს მიაღწია გასული 30 წლის განმავლობაში, მაგრამ გარკვეული შემაშფოთებელი ნიშნები გვაჩვენებს, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
მესამე რიგში, გავაძლიერებ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას, მათ შორის აშშ-ის ექსპორტისა და ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში შესაძლებლობების გაზრდით.
მეოთხე პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ბოლომდე დაცვა, ვინაიდან რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიის 20%. ვიმუშავებ ქართველ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ რუსეთმა შეასრულოს მისი ვალდებულებები, რომლებიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში და გაეროს ქარტიაში არის ჩამოთვლილი”, – განაცხადა დანიგანმა.