საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით, თელავის თეატრში მსახიობების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
შემოქმედებითი კავშირი- საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით, თელავის თეატრში მსახიობების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
დაჯილდოება სპექტაკლის პრემიერის შემდეგ გაიმართა. მაყურებელმა თამაზ ჭილაძის ნაწარმოები, – “ლიბიდო” ნახა, რომელზეც რეჟისორმა გოგი ჩაკვეტაძემ იმუშავა. საქართველოს
თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელს, მსახიობ პაატა გულიაშვილს თეატრალური საზოგადოების უმაღლესი ჯილდო გადაეცა. ის პირველი მსახიობია, რომელსაც 44 წლის ასაკში, აკაკი ხორავას სახელობის პრემია მიენიჭა. გულიაშვილმა ხელოვანთა პროფესიული დაჯილდოების ცერემონიალზე წარმატება, უილიამ შექსპირის “ვენეციელ ვაჭარში” – შეილოკის პერსონაჟის შესრულებით მოიპოვა.
გარდა ამისა, თელავის თეატრის წინ, მსახიობ ნონა ხუმარაშვილის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა. მას ასევე გადაეცა ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია. ქართული თეატრის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის, აკაკი ხორავას სახელობის პრემია მიენიჭა თემურ ხუნაშვილს. ასევე სოფიკო ჭიაურელის სახელობის ჯილდო გადაეცა მსახიობ ეთერ ბაბილაშვილს, მსახიობ გიორგი გელაშვილს კი გივი ბერიკაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცა.