ლაგოდეხში, საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს, კომპიუტერები გადაეცათ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს, კომპიუტერები გადაეცათ.
პორტაბელური კომპიუტერები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, 28 სკოლის, 55-მა წარჩინებულმა მოსწავლემ მიიღო. დაჯილდოება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტი ,,ჩემი პირველი კომპიუტერი”-ს ფარგლებში განხორციელდა.
საზეიმო ღონისძიება, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე გაიმართა. პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.