ახალი ამბები

თელავში, ეტლით მოსარგებლე პირს, ავტობუსის მძღოლი ტრანსპორტში არ უშვებდა

თელავში, ეტლით მოსარგებლე პირს, ავტობუსის მძღოლი ტრანსპორტში არ უშვებდა.
ინფორმაციას შშმ პირის მშობელი, თელავში მცხოვრები ნინო მაისურაძე ავრცელებს.

,,დღეს ჩემს შვილთან ერთად (ეტლით მოსარგებლე) ვდგევართ N4 ის გაჩერებაზე.
მოვიდა ავტობუსი, ახალი მძღოლი იყო და გვითხრა არა, ვერ ამოგიშვებთ სავსეა ავტობუსიო. ხალხი შემჭიდროვდა და გამოჩნდა ადგილი, თუმცა დაეზარა ავტობუსიდან ჩამოსვლა და პანდუსის გაშლა. მთელი კამათის და დავის შემდეგ როგორც იქნა ავედით ტრანსპორტში.
მერე გვეუბნება, ჩქარა მეჩქარება ვაგვიანებო და ლამის ფეხები მომამტვრია პანდუსის დაკეცვის დროს. ესეც არ გვაკმარა მგზავრებს და ისე დაძრა და გააქროლა ავტობუსი ერთმანეთში აგვზილა კინაღამ. ვერც მოვასწარი ეტლის დაბმა.
ჩემს შვილს ჯერ ისედაც იშვიათად უწევს გამოსვლა და სარგებლობა ტრანსპორტის. დღევანდელი ფაქტის მერე კი საერთოდ გარეთ აღარ უნდა გამოვიდეს.
ყველაზე მეტად გადაადგილების პრობლემა ეტლით მოსარგებლე შშმ პირებს აქვთ,
1. მაინტერესებს სად ეჩქარებათ ავტობუსის მძღოლებს?
2. როდესაც ახალ კადრს იყვანთ გადაამზადეთ.
3. ასწავლეთ მოთმენა, რომ მგზავრი ასვლის შემდეგ მოთავსდეს განკუთვნილ ადგილას.
4. გაზარდეთ და განუსაზღვრეთ დრო მძღოლებს გაჩერებიდან გაჩერებამდე ,რათა მგზავრებს ხელ-ფეხი არ დაგვალეწონ და ერთმანეთზე თავები არ გვახლევინონ”,
– წერს ნინო მაისურაძე.