ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 15 აპრილიდან ამოქმედდება

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური და გადახდების კონტროლირების სისტემა 15 აპრილიდან ამოქმედდება.

მგზავრობის ტარიფი შეადგენს 0.70 ლარს. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები. ხოლო შეღავათიანი ტარიფით, 0.40 ლარით, ისარგებლებენ შემდეგი სტატუსის მქონე პირები:

პენსიონერები; იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები; ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
სოციალურად დაუცველ მარჩენალდაკარგული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
ა(ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ ბენეფიციარები;
თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები.