დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
მსხვერპლით დასრულდა ავარია დედოფლისწყაროში- გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა რკინის მესერის შეეჯახა, რომლის შედეგადაც 33 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ორი მგზავრი კი დაშავდა.
ექიმების განმარტებით, დაშავებულების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.