თელავში, 17 ბენეფიციარს შშმ პირების გადაადგილებისათვის განკუთვნილი ეტლები გადაეცა
თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 17 ბენეფიციარს შშმ პირების გადაადგილებისათვის განკუთვნილი ეტლები გადაეცათ.
თელავის მერიის ინფორმაციით, ეტლების გადაცემის პროცესს თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი მოადგილესთან, ფიქრია ყუშიტაშვილთან ერთად დაესწრო. მერიის ცნობით, ახალი და თანამედროვე ეტლები ბენეფიციარებს უსასყიდლო სარგებლობის უფლებითა და განუსაზღვრელი ვადით გადაეცათ.
„საქველმოქმედო აქცია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ამერიკულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ LDS Charities და საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ განახორციელეს. თელავის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნულ ორგანიზაციებთან 2014 წლიდან თანამშრომლობს და ჯამში, ბენეფიციარებზე 122 ეტლია გაცემული”, – ნათქვამია ინფორმაციაში.