უზარმაზარი შანსი გვეძლევა და ამის ხელიდან გაშვების უფლება არცერთ ხელისუფლებას არ აქვს – ზურაბიშვილი
“უზარმაზარი შანსი გვეძლევა და ამის ხელიდან გაშვების უფლება არცერთ ხელისუფლებას არ აქვს” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “TV პირველის” ეთერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებათან დაკავშირებით განაცხადა.
“ჩვენ უზარმაზარი შანსი გვეძლევა და ამის ხელიდან გაშვების უფლება არავის არა აქვს. არცერთ ხელისუფლებას არავის არ აურჩევია ხელისუფლება იმისთვის რომ ჩვენ ეს შანსი ხელიდან გაუშვათ. მე მგონი უნდა მოვიდნენ აზრზე. მე იმედს არასოდეს ვკარგავ.
ჩემი ძალა ძირითადად სიტყვაა და დღეს ამ სიტყვას სხვა ზურგი აქვს, ხალხის ხმა. ჩვენი მთავარი მოვალეობაა, არ მივცეთ ხელისუფლებას გასაქანი, რათა დარჩეს იმ გზაზე, რაც არის მისი არჩეული გზა და რისთვისაც მანდატი მიიღო. მე ვიქნები ერთგვარი დარაჯი ამ გზაზე“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, არავის აქვს სურვილი, რომ საქართველო იზოლაციაში მოახვედროს, – “ყველას უნდა, ხელისუფლება სწორ გზაზე დააბრუნოს”, – თქვა მან.