ლაგოდეხის და იტალიის რესპუბლიკის, როკავინიალიეს მუნიციპალიტეტებს შორის, დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
ლაგოდეხის და იტალიის რესპუბლიკის, როკავინიალიეს მუნიციპალიტეტებს შორის, დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას, ადგილობრივი მმართველობის, კულტურის, განათლების, სოციალური საკითხების, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სფეროებში. ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას, მუნიციპალიტეტების მერებმა, ჯონდო მდივნიშვილმა და ამადეო ფრაკიამ მოაწერეს ხელი.
ოფიციალურ ცერემონიას, რომელიც ლაგოდეხის მერიაში გაიმართა, საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია, მერის მოადგილე ნინო ბატიაშვილი და როკავინიალიეს მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
იტალიის დელეგაციის ვიზიტი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა. სტუმრებმა მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები დათვალიერეს და კულტურულ ღონისძიებებს დაესწრნენ.