ახალი ამბები

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი განათლების ახალ მინისტრს წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს დღეს წარადგენს.

მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება. განათლების მინისტრის თანამდებობას 2019 წლიდან დღემდე მიხეილ ჩხენკელი იკავებს.

გავრცელებული ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის. ამილახვარი 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობს.