ახალი ამბები

ბაკურციხე- თბილისის გზაზე მომხდარ ავარიას ქალი ემსხვერპლა, 7 წლის ბავშვის მდგომარეობა კი მძიმეა

ბაკურციხე- თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა, 7 წლის ბავშვის მდგომარეობა კი მძიმეა.

შემთხვევა, ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს რომელშიც ცოლ- ქმარი და მათი შვილი იმყოფებოდა ტრაილერი შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალი, ადგილზე გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდნენ მისი 7 წლის შვილი და მეუღლე.

სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები გურჯაანში, ჯეო-ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უკიდურესად მძიმეა და მას თბილისში გადაყვანა სჭირდება. მომხდარ ფაქტზე, დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.