უკრაინაში დედოფლისწყაროელი ახალგაზრდა დაიღუპა
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი 22 წლის ვანო ჩოხელია.
ის წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედიდან არის.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა 16 მარტს, ხარკოვში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.
მათი თქმით, ვანო ჩოხელს დედა უკრაინელი ჰყავდა და ბოლო წლების განმავლობაში იქ ცხოვრობდა, სამხედრო განათლებაც სწორედ იქ მიიღო.
„მამა აქაური ჰყავს. ჩამოდიოდნენ ხოლმე საქართველოში. სკოლაშიც დადიოდა ზემო ქედში, მაგრამ რაც დედა გარდაეცვალა, ხარკოვში გადავიდნენ საცხოვრებლად და სწორედ იქ მიიღო სამხედრო განათლებაც. აქ მოხუცი ბებია და პაპა ცხოვრობენ”, – ამბობენ ადგილობრივები.