ქუჩის მხატვრობა თელავში – ფოტოები
რამდენიმე მეგობარმა ჩოლოყაშვილის ქუჩა 2019 წელს მოხატა. თელავის ისტორიული ამბები სწორედ ამ ნახატებშია გადმოტანილი.განსაკუთრებით გამორჩეულია ორი ნახატი, რომელიც მოსახლეობის დიდ ყურადღებას იქცევს, ესენია ქაქუცა ჩოლოყაშვილი და ხარება ჯიბუტი. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნახატი ლუკა ჯაფარიძემ შექმნა. ხარება ჯიბუტის ნახატი კი ვასილ შურაძემ დახატა.