ვაკანსია: ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ადვოკატი – თელავი
ა(ა)იპ „უფლებები საქართველო” აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ადვოკატის შესარჩევად, რომელიც იმუშავებს თელავის სამართლებრივი დახმარების ცენტრში.
ვაკანსია ცხადდება პროექტის – „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც ASB საქართველო, „უფლებები საქართველოსთან“ და კიდევ ოთხ ორგანიზაციასთან ერთად, ახორციელებს.
ანაზღაურება: 350 ევროს ეკვივალენტი ლარში, დონორის მიერ განსაზღვრული კურსის შესაბამისად (დარიცხული ხელფასი)
სამუშაოს დაწყების დრო: 01 აპრილი, 2023
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ხელშეკრულების ვადა: 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (მოიცავს 3 თვიან გამოსაცდელ ვადას), გაგრძელების პერსპექტივით.
მოვალეობები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
მოვალეობები:
– პროექტის ბენეფიციარებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების და იურიდიული დახმარების გაწევა მათ უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
– განაცხადების, საჩივრების, სარჩელების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
– საქმის წარმოება და ბენეფიციარების ინტერესების წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
– პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
– გასვლითი კონსულტაციები/სამართლებრივი დახმარება შესაბამისი რეგიონის სოფლებში;
– პროექტის და ორგანიზაციის მიზნებისათვის, სხვა შესაბამისი მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
– უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი).
– სასურველია საერთო სასამართლოებში სამართალწარმოების გამოცდილება;
– სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ან საერთო სპეციალიზაციის ადვოკატის მოწმობა;
– გენდერულ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის კუთხით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
– საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
– ინგლისურის ანდა რუსული ენების ცოდნა სასურველია.
უნარ-ჩვევები:
– პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობა;
– ბენეფიციარებთან სწორი და ეთიკური კომუნიკაცია;
– მაღალი შრომის დისციპლინა;
– შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულება;
ვაკანტურ პოზიციებზე მომართვის მსურველებმა, 2023 წლის 20 მარტის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია მითითებულ ელექტრონულ მისამართზე vacancy@rights.ge:
1. CV ქართულ ენაზე;
2. სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე;
3. ორი რეკომენდატორის მონაცემები.
სავალდებულოა, მეილის დასახელებაში მიუთითოთ ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და ასევე სამართლებრივი დახმარების ცენტრი (ამბროლაური, თელავი ან ჭიათურა), სადაც გსურთ საქმიანობა.
შერჩევა გაიმართება სამ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი და შეფასება;
2. წერითი დავალების შესრულება;
3. გასაუბრება
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.