სოფელ შიბლიანში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის წინა მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში,სოფელ შიბლიანში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის წინა მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი ბუნებასა და კულტურას მაღალტექნოლოგიურ რეზორტთან გააერთიანებს.
,,კომპლექსის ტერიტორია იქნება 56 376 კვ/მეტრი, აშენდება სასტუმრო სადაც იქნება ათეულობით ნომერი, ასევე მოეწყობა სპორტული მოედნები, კაფე-ბარები, სარელაქსაციო და გასართობი სივრცეები, საკონფერენციო დარბაზები და კოტეჯები;
აღნიშნული საინვესტიციო პროექტი, უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ტრამპლინია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ისტორიაში, რაც თავისთავად უზრუნველყოფს ადგილობრივი მცხოვრებლების ეკონომიკურ წახალისებას.
ასეულობით სამუშაო ადგილის შექმნა, ტურიზმის განვითარების კიდევ ერთი თვალსაჩინო და შთაბეჭდილებების მდგრადი გარემო რეზორტის სახით”,- აცხადებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.