არა რუსულ კანონს- ახმეტაში საპროტესტო აქცია გაიმართა-ფოტო
არა რუსულ კანონს,ევროპა ჩემშია, შენშია, საქართველოშია- ამ ლოზუნგებით ქალაქ ახმეტაში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივებმა აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონი არ გამოხატავს ქართველი ხალხის მიზანს და ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.
მათივე თქმით, მიუხედავად იმისა რომ ეგრეთწოდებულმა „ხალხის ძალამ” და ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის გახმობაზე გააკეთეს განაცხადი, მათივე განცხადებიდან რჩება განცდა, რომ ეს მხოლოდ დროებითი პროცესია და უახლოეს მომავალში კვლავ განაახლებენ მუშაობას.
,,მოვითხოვთ დაინიცირებული კანონი ხელახლა დადგეს კენჭისყრაზე და მის საწინააღმდეგოდ მისცენ ხმა! ასევე მოვითხოვთ ორივე კანონპროექტის გამოწვევას ვენეციის კომისიიდან!
გარდა ამისა, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ყველა დაპატიმრებული აქტივისტის განთავისუფლება”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.