ჩვენ გვინდა ევროპა- თელავში დღეს მეორე აქცია გაიმართა- ფოტოები
ჩვენ გვინდა ევროპა- თელავში დღეს მეორე აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები თელავის თეატრთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, მათ მთავრობის დაპირების, რომელიც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევას ეხება, არ სჯერათ. ისინი მთავრობის წევრებს მოუწოდებენ, ეს პროცესი იურიდიულად სისრულეში მოიყვანონ.
აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის და საქართველოს დროშებიც გაშალეს.