“ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ”-თელავში აქცია გაიმართა- ფოტოები
თელავის თეატრის წინ, ,,ქალთა მოძრაობის” ორგანიზებით, მარში გაიმართა.
არა რუსულ კანონს, ჩვენი უფლებები საფრთხეშია, ჩვენი არჩევანია ევროპა, ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ- ამ ლოზუნგებით, კახეთის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო, მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმფინარე პროცესები და ე.წ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი გააპროტესტეს. აქციაზე მათ ასევე წაიკითხეს მანიფესტი და.სამომავლოდ განსახორციელებელ აქტივობებზეც ისაუბრეს.