მოგიწოდებთ, გავლენის აგენტების კანონის დამტკიცებისგან თავი შეიკავოთ – ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა
ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო უწყებები საქართველოსთან დაკავშირებით ერთიან განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტმა პასუხისმგებლობიანად უნდა შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებისგან.
“პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება საქართველოს დემოკრატიულ პერსპექტივებთან მიმართებით სერიოზულ კითხვებს აჩენს. პარლამენტს მოვუწოდებთ, პასუხისმგებლობიანად შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს ისეთი გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს“, – წერია ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო უწყებების ერთიან განცხადებაში.