ჩვენი ხმა საქართველოს ევროპულ არჩევანს- პანკისის ხეობაში მცხოვრები აქტიური მოქალაქეები
ჩვენი ხმა საქართველოს ევროპულ, გაცხადებულ და უალტერნატივო არჩევანს, არა რუსულ კანონს, ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ- აღნიშნულ საკითხზე, ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში, ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს და აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელეს.
ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი ავრცლებს. აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი მრავალი წელია რეგიონში მუშაობს და ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ორგანიზაცია ასევე აქტიურად მუშაობს პანკისის ხეობაში.