ახალი ამბები

ბოლო წელში საქართველოში რუსეთის 16 ათასამდე მოქალაქე დარეგისტრირდა ინდმეწარმედ

ბოლო წელში საქართველოში რუსეთის 16 ათასამდე მოქალაქე დარეგისტრირდა ინდმეწარმედ.

ამის შესახებ პარლამენტის წევრის პაატა მანჯგალაძის სადეპუტატო კითხვის პასუხად იუსტიციის სამინისტროდან გაგზავნილი მონაცემებიდან ირკვევა.

კერძოდ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე პერიოდში, საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა 15 917 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.