ახალი ამბები

საქართველოში 10 600 პროფესორ-მასწავლებელია

საქსტატის მონაცემებით, 2022/2023 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 10.6 ათასი პროფესორ-მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.2%-ით მეტია.

მათი უდიდესი ნაწილი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორია. ამასთან, 2022 წელს, უნივერსიტეტებში მიღებული დოქტორანტები წინა წელთან შედარებით, 10.7%-ით შემცირდა და 874 შეადგინა. ჯამში დოქტორანტების რაოდენობა 6.2%-ითაა შემცირებული და 3 638-ს შეადგენს.

საქსტატის მონაცემებით, სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.4%-ით (4.7 ათასი) გაიზარდა და 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 50.1 ათასი სტუდენტი მიიღეს.