ახალი ამბები

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური თამაშების გახსნა გაიმართება

7 მარტს, 11:00 სთ-ზე, თელავის თამაზ ანთაძის სახელობის სპორტ კომპლექსში გაიმართება სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური თამაშების გახსნა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასევე გაიმართება შეჯიბრი კალათბურთში (3×3). ერთმანეთს დაუპირისპირდებიან კახეთის რვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდები.