შანსები და გამოწვევები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე
გადაცემათა ციკლი ,,გზა ევროპისკენ“, რომელიც რადიო ,,კახეთის ხმის“ და ფეისბუქ გვერდის საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ეძღვნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებას. განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ჩვენს საზოგადოებას ამ მიმართულებით აღელვებს და აახლოვებს გზას ევროკავშირამდე.
გადაცემაში ვსაუბრობთ როგორია საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რა შანსები და გამოწვევები აქვს ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ვსაბრობთ იმ ხმაურის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტში, თბილისის ქუჩებსა და სხვადასხვა უწყებების წინ ისმოდა. საზოგადოებრივი პროტესტი და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო რაც პარლამენტში “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” პარლამენტის წევრებმა კანონპროექტის განხილვა დაიწყეს. კანონპროექტები წარდგენილია „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრები მიერ.
მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში პროტესტი გამოხატეს, განაცხადეს, რომ კანონპროექტები სინამდვილეში რუსული კანონის ანალოგია და ის საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სვლას მნიშვნელოვნად აფერხებს.
ჩვენი გადაცემის სტუმრები გახლავთ ,,უფლებები საქართველოს” ხელმძღვანელი ლადო მკერვალიშვილი, ორგანიზაცია ,,საქართველოს უდიების” დამფუძნებელი ალექსანდრე ქავთარაძე, ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი და სამოქლაქო აქტივისტი გიორგი თავბერიძე.