ავტომობილების რაოდენობა საქართველოში 73 ათასი ერთეულით გაიზარდა
ერთ წელიწადში ავტომობილების რაოდენობა 73 ათასი ავტომობილით ანუ თითქმის 5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.
კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის ბოლოს საქართველოში რეგისტრირებული იყო 1 563 200 ავტომობილი, აქედან 1 333 000 მსუბუქი.
2021 წლის მონაცემებით კი, საქართველოში 1 490 200 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, საიდანაც უმეტესობა – 1 265 900 მსუბუქი ავტომობილი იყო.