ახალი ამბები

მედია გამოცემა „კახეთის ხმა“ განცხადებას ავრცელებს

მედია გამოცემა „კახეთის ხმა“  არ გეგმავს “უცხოური გავლენის აგენტად” დარეგისტრირებას, რადგან ის მიზნად ისახავს ობიექტური მაუწყებლობის შეზღუდვას და, შესაბამისად, მედიის გაუქმებას! 

 

საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ნაწილის მცდელობა, მიიღონ კანონი “უცხოური გავლენის აგენტის” შესახებ, არის იმ კანონის ანალოგი, რომლის მეშვეობითაც პუტინის ხელისუფლებამ გააუქმა ყველა კრიტიკული ორგანიზაცია რუსეთში. შესაბამისად, აღნიშნული კანონპროექტი საფრთხის ქვეშ აყენებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, მათ შორის მედია გამოცემა „კახეთის ხმას“,  რომელიც ყოველდღიურად იბრძვის გადარჩენისთვის. ამავე დროს არის საზოგადოების ხმა და მათი მხარდამჭერია!

 

„კახეთის ხმა“ 20  წელზე მეტია  საზოგადოებას აწვდის ობიექტურ, სანდო, გადამოწმებულ და მიუკერძოებელ ინფორმაციას კახეთის რეგიონიდან.

 

ჩვენი რესპონდენტები, სიუჟეტების და სტატიების გმირები იყავით და იქნებით თქვენ – ადგილობრივი მოსახლეობა, ახალგაზრდები, პედაგოგები, ექიმები, ფერმერბი, მიკრო მეწარმეები, ქალები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, მოწყვლადი ჯგუფები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სპორტსმენები – ნებისმიერი ადამიანი, რომლის გასაჭირი თუ სიხარული არასდროს დარჩენილა ჩვენი ყურადღების მიღმა.

მედია გამოცემა „კახეთის ხმა“  არ გეგმავს “უცხოური გავლენის აგენტად” დარეგისტრირებას, რადგან ობიექტური მაუწყებლობის შეზღუდვა ჩვენი მედიის გაუქმებას ნიშნავს.

 

მადლობა ნდობისთვის!