ლაგოდეხში, ფიზიკური დაპირისპირების დროს სამი პირი დაჭრეს
ლაგოდეხში, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად სამი პირი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რა დროსაც სამი მათგანი დაიჭრა.
დაჭრილები ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში არიან გადაყვანილები. ექიმების განმარტებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლით დაიწყო.