ახალი ამბები

გურჯაანში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის წინ, მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, მერსედესის მარკის ავტომობილი, მოულოდნელად აალდა. თვითმხილველების თქმით, არსებობდა ცეცხლის სხვა ავტომანქანებზე გავრცელების საფრთხეც.

ხანძრის დროს, ავტომანქანაში არავინ იმყოფებოდა, არ დაშავებულან გარშემომყოფი პირებიც. ავტომანქანის მფლობელს მიზეზებზე საუბარი უჭირს, მძღოლი ირწმუნება, რომ სატრანსპორტო საშუალება ტექნიკურად გამართული იყო.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სახანძრო- სამაშველო ჯგუფი. ცეცხლის გაჩენის მიზეზს, გამოძიება დაადგენს.