ახალი ამბებიპოდკასტებიღია სტუდია

როგორ მუშაობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფი „უფლებები საქართველოს“ და „ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ ინიციატივით შეიქმნა.

საინიციატივო ჯგუფის მიზანია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაცია და უფლებების დაცვა. ამ მიზნით, ახალგაზრდები აქტიურად იმუშავებენ ეთნიკური უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე, დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა ღონისძიებას და ინიციატივებს, მოამზადებენ პეტიციებს. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და საკრებულოსთან, გარდა ამისა, სხვადასხვა აქტივობებიც განახორციელეს.